Accessibility links

logo-print

პარლამენტში მიმდინარეობს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა


საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა. ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებს დეპუტატებს აცნობს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. მან სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მომავალი წლის 1 სექტემბრიდან 216 ლარი გახდება მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პენსიონერთა პენსია. დანარჩენ საქართველოში მომავალი წლიდან სახელმწიფო პენსია 160-დან 180 ლარამდე გაიზრდება. 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 8 მილიარდ 555 მილიონი ლარია, გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი კი - 7 მილიარდ 980 მილიონი. ბიუჯეტის პროექტით, 2016 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 3%-ია, დეფალტორი კი 5,5%.

XS
SM
MD
LG