Accessibility links

ხოდორკოვსკის ოფიციალურად წაუყენეს მკვლელობის ბრალდება


რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ყოფილ ოლიგარქს, მიხაილ ხოდორკოვსკის ოფიციალურად წაუყენა ქალაქ ნეფტეიუგანსკის მერის, ვლადიმირ პეტუხოვის მკვლელობის ორგანიზების ბრალდება. გამოძიების მონაცემებით, ხოდორკოვსკიმ დაავალა ორ პირს, ლეონიდ ნევზლინსა და ალექსეი პიჩუგინს 1998 წელს პეტუხოვის მოკვლა, რადგან ამ უკანასკნელის სამსახურებრივი საქმიანობა უპირისპირდებოდა ხოდორკოვსკის მაშინდელი კომპანიის, "იუკოსის", ინტერესებს. ხოდორკოვსკი სამი დღის წინ, 8 დეკემბერს დაიბარეს საგამოძიებო კომიტეტში ბრალდებულის სტატუსით. ის აცხადებს, რომ არ აპირებს გამოძიებასთან თანამშრომლობას და საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლებთან დაკავშირებას. რუსეთის სასამართლოს მიერ ფინანსურ დანაშაულში მსჯავრდებულმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ 10 წელიწადზე მეტხანს დაყო რუსეთის ციხეში. 2013 წელს ის რუსეთის პრეზიდენტმა შეიწყალა, რის შემდეგაც ხოდორკოვსკი შვეიცარიაში გადასახლდა.

XS
SM
MD
LG