Accessibility links

logo-print

სირიელი ოპოზიციონერების უმრავლესობა მზად არის მთავრობასთან მოლაპარაკებისათვის


სირიაში ოპოზიციური ჯგუფების უმრავლესობა შეთანხმდა, რომ მომავალ თვეში მოლაპარაკებას გამართავს მთავრობასთან ხუთი წლის წინ დაწყებული სამოქალაქო ომის პოლიტიკურად მოგვარების გზების განსახილველად. ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა მოჰყვეს გარღვევა სამშვიდობო მოლაპარაკებაზე. ოპოზიციური ჯგუფების 100-ზე მეტი წარმომადგენელი საუდის არაბეთის სპონსორობით ჩატარებული ორდღიანი შეხვედრის შედეგად შეთანხმდა, რომ მოემზადება სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის, რომელიც მომავალი თვის დასაწყისში უნდა გაიმართოს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობასთან. ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის არიან როგორც სეკულარიზმის მომხრეები, ისე ისლამისტი მეამბოხეები. ამასთან ოპოზიციას წამოყენებული აქვს პირობა, რომ ბაშარ ალ-ასადი და მისი გუნდი გადადგებიან, როგორც კი დაიწყება გარდამავალი პერიოდი სირიაში დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. შეერთებული შტატები მალევე გამოეხმაურა ცნობას შეთანხმების შესახებ. სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ, მას უწოდა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, გადადგმული სირიაში მშვიდობის დამყარებისაკენ.

XS
SM
MD
LG