Accessibility links

logo-print

პარიზის კონფერენციაზე ერთი დღით გახანგრძლივდება კლიმატზე შეთანხმებაზე მუშაობა


საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლორან ფაბიუსის, განცხადებით, კლიმატური ცვლილებების შესახებ პარიზში მიმდინარე კონფერენციაზე ერთი დღით გახანგრძლივდება მოლაპარაკება საერთაშორისო შეთანხმებაზე სადავო საკითხების მოსაგვარებლად. ფაბიუსი აპირებს კონფერენციის მონაწილეებს 12 დეკემბერს წარუდგინოს კომპრომისული შეთანხმების ტექსტი. გაეროს კლიმატური ცვლილებების ორკვირიან კონფერენციაში, რომელიც 11 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, 195-მდე ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ცნობების თანახმად, სადავო საკითხებს შორის არის სათბურის ეფექტის გამომწვევი აირების ემისიის შეზღუდვის საქმეში მდიდარი და ღარიბი ქვეყნების მოვალეობების დაბალასება და ემისიების შეზღუდვის გრძელვადიანი გეგმა.

XS
SM
MD
LG