Accessibility links

logo-print

ხოდორკოვსკის წაუყენეს მკვლელობების, ისევე როგორც მკვლელობის მცდელობის ბრალდებები


რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ყოფილ ოლიგარქს, მიხაილ ხოდორკოვსკის წაუყენა ორი მკვლელობის ორგანიზებისა და ოთხ შემთხვევაში მკვლელობის მცდელობის ბრალდებები. საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივნის, ვლადიმირ მარკინის 11 დეკემბრის განცხადებით, ხოდორკოვსკის ბრალად ედება 1998 წელს ქალაქ ნეფტეიუგანსკის მერის, ვლადიმირ პეტუხოვის და 1999 წელს კომპანია „პეტროლეუმ ჰანდელსგაზის“ დირექტორის, ევგენი რიბინის მცველის მკვლელობის ორგანიზება. თავად რიბინი ცოცხალი გადაურჩა თავდასხმას. ხოდორკოვსკის წაუყენეს სროლის დროს დაჭრილი კიდევ სამი პირის მკვლელობის მცდელობის ორგანიზების ბრალდება. ხოდორკოვსკის წარმომადგენელმა ბრალდებებს „ფარსი“ უწოდა. ისინი უკავშირდება პერიოდს, როცა ხოდორკოვსკი ნავთობკომპანია „იუკოსს“ ხელმძღვანელობდა. ორი დღის წინ ხოდორკოვსკიმ მკაცრად გააკრიტიკა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მმართველობა და „გარდაუვალი და აუცილებელი“ უწოდა რუსეთში „რევოლუციას“. რუსეთში ფინანსურ დანაშაულისთვის გასამართლებულმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ 10 წელიწადზე მეტხანს დაყო ციხეში. 2013 წელს ის რუსეთის პრეზიდენტმა შეიწყალა, რის შემდეგაც ხოდორკოვსკი ევროპაში ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG