Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი მოითხოვს, განადგურდეს "ნებისმიერი სამიზნე", რომელიც საფრთხეს უქმნის რუს სამხედროებს სირიაში


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამხედროებს დაავალა, გაანადგურონ ნებისმიერი ობიექტი, რომელიც საფრთხეს უქმნის რუსეთის სამხედრო ძალებს სირიაში. პუტინმა ამ შინაარსის განცხადება გააკეთა პარასკევს, თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას: „გიბრძანებთ, იმოქმედოთ უკიდურესად მკაცრად. უნდა განადგურდეს ნებისმიერი სამიზნე, რომელიც საფრთხეს უქმნის რუსეთის შენაერთებს, ან ხმელეთზე ჩვენს სტრუქტურებს“. პუტინის თქმით, აუცილებელია, სირიაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედება შეთანხმებულ იქნეს ისრაელის სარდლობასთან და საერთაშორისო კოალიციასთან, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს. რუსეთის სამხედრო ძალები 30ი სექტემბრიდან ახორციელებენ ოპერაციებს სირიაში. მოსკოვი მიზნად აცხადებს სამხედრო დარტყმებს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოსა“ და სხვა ექსტრემისტული ჯგუფების წინააღმდეგ. მაგრამ სირიელი ოპოზიციონერები და დასავლეთი ამტკიცებენ, რომ რუსეთი ებრძვის მეამბოხეებს, რომლებიც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს უპირისპირდებიან.

XS
SM
MD
LG