Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს


საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით 11-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს. ბიუჯეტის პროექტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა წარუდგინა. თითქმის 10 მილიარდი ლარის ოდენობით განსაზღრული სახელმწიფო ბიუჯეტის 31% მოდის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ხარჯებზე. იუწყებიან აგრეთვე, რომ მომავალი წლის ივლისიდან 180 ლარამდე გაიზრდება პენსია, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში პენსია 216 ლარი გახდება. პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა უარყო ბრალდება, რომ მთავრობამ ბოლო წლებში დიდი ვალი აიღო ხარჯების დასაფარად. მისი მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით საქართველოს ვალი, პირიქით, შემცირებულია: „ოპონენტებისაგან ხშირად ისმის, თითქოს ბოლო წლების განმავლობაში მილიარდობით ვალის აღება ხდება, რაც რა თქმა უნდა არასწორი ინფორმაციაა. მე უნდა გითხრათ, რომ 2012 წელს იყო 4 მილიარდ 357 მილიონი და დღეს არის 4 მილიარდ 200 მილიონი დოლარი ვალი.“

XS
SM
MD
LG