Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზის კონფერენცია კლიმატის ცვლილებების შესახებ შეთანხმებაზე მსჯელობს


საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი პარიზის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინა კომპრომისული შეთანხმების ტექსტი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, სათბური ეფექტის გამომწვევი აირების ემისიის შეზღუდვას ითვალისწინებს. დოკუმენტის თანახმად განვითარებული ქვეყნები 2020 წლამდე ყოველწლიურად 100 მილიარდ დოლარს დახარჯავენ. ლორან ფაბიუსმა შეთანხმების ტექსტს „ისტორიული“ უწოდა და აღნიშნა, რომ მისი მიღების შემთხვევაში პლანეტაზე ჰაერის ტემპერატურა ორი გრადუსით დაიწევს. გაეროს კლიმატური ცვლილებების ორკვირიანი კონფერენცია 11 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, ფორუმი, რომელშიც195-მდე ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ, ერთი დღით გადაიდო. ცნობების თანახმად, სადავო საკითხებს შორის არის სათბურის ეფექტის გამომწვევი აირების ემისიის შეზღუდვის საქმეში მდიდარი და ღარიბი ქვეყნების მოვალეობების დაბალანსება და ემისიების შეზღუდვის გრძელვადიანი გეგმა, რომლის

XS
SM
MD
LG