Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერომ ყუნდუზის საავადმყოფოს დაბომბვაზე ანგარიში გამოქვეყნა


ავღანეთში გაეროს მისიამ ავღანეთის ყუნდუზის პროვინციაში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარების შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ ტერორისტულ დაჯგუფება თალიბანსა და ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს შორის სექტემბერ-ოქტომბერში მომხდარ შეტაკებებში 298 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 559 დაიჭრა. ანგარიშში მოხვდა 3 ოქტომბერს აშშ-ის საავიაციო იერიშის შედეგად დაღუპული 30 კაცი ყუნდუზის საავადმყოფოში, რომელსაც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეთ“ განაგებდა.

XS
SM
MD
LG