Accessibility links

logo-print

5 კაცი დაიღუპა თალიბების მიერ ქაბულში მოწყობილ თავდასხმაში


ავღანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ გაანადგურა ყველა მოიერიშე, რომლებმაც ხუთშაბათს ქაბულში ესპანეთის საელჩოს მახლობლად მდებარე სასტუმროს შენობაზე განახორციელეს თავდასხმა. თავდაპირველად თავდამსხმელებმა შენობის წინ ააფეთქეს დანაღმული ავტომობილი, რის შედეგადაც უკვე ტყვიამფრქვევებიდან ატეხეს სროლა. შეტაკებაში სულ მცირე ერთი ესპანელი ჯარისკაცი და 4 ავღანელი პოლიციელი დაიღუპა. დაიჭრა ექვსი სამოქალაქო პირი. ექსტრემისტულმა ორგანიზაცია თალიბანმა განაცხადა, რომ მისმა მებრძოლებმა მიიტანეს იერიში შენობაზე, რომელსაც უცხოეთის სამხედრო ქვედანაყოფები სასტუმროდ იყენებდნენ. ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა საპასუხო ცეცხლით შვიდივე ექსტრემისტი მოკლეს.

XS
SM
MD
LG