Accessibility links

logo-print

დაღუპული პოლიციელის ახლობლებმა ბათუმში საპროტესტო აქცია მოაწყვეს


ავტოავარიის შედეგად დაღუპული 26 წლის პოლიციელის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართეს. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ იუწყება, გარდაცვლილი მანუჩარ კოჩალიძის ოჯახის წევრები მკვლელობაში ბრალდებულის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ და მოითხოვენ ბრალდებულის დაკავებას, მოსამართლისთვის საქმიანობის შეწყვეტას და საქმის ობიექტურად გამოძიებას. მათ ტრანსპარანტებიც მიიტანეს წარწერებით "მკვლელი ციხეში", "მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს აეკრძალოს სასამართლოს ჩატარება". ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში 29 ნოემბერს მოხდა. სავარაუდო დამნაშავის მიმართ მაღალჩინოსნის მფარველობაზე ეჭვებს გამოთქვამს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც, რომელიც საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა.

XS
SM
MD
LG