Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარგველაშვილი აშხაბადში ერდოანს შეხვდა


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოანს შეხვდა თურქმენეთის დედაქალაქში, სადაც თურქმენეთის რესპუბლიკის ნეიტრალიტეტის 20 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ უმაღლესი დონის კონფერენცია ტარდება. თურქეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა შეხვედრისას განიხილეს საკითხები, რომლებიც უკავშირდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის დაჩქარებას, აღმოსავლეთ - დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნის გამტარიანობის ზრდას და ასევე, კასპიის ენერგორესურსების ტრანსპორტირების ახალ შესაძლებლობებს.

XS
SM
MD
LG