Accessibility links

ათასობით ერაყელმა გააპროტესტა მათ მიწაზე თურქეთის ჯარის ყოფნა


ათასობით ერაყელი გამოვიდა ბაღდადისა და ბასრის ქუჩებში ქვეყნის ჩრდილოეთში თურქეთის სამხედრო ქვედანაყოფისა და ტექნიკის ყოფნის გასაპროტესტებლად. „ნებისმიერი უცხო სამხედრო ძალის ყოფნას ერაყის ტერიტორიაზე ჩვენ განვიხილავთ, რომ საგარეო აგრესიას, რომელსაც ყველა საშუალებით უნდა დავუპირისპირდეთ“, - განუცხადა ერაყის პარლამენტის წევრმა ჰაიდ ალ ამირიმ ბაღდადის ტაჰრირის მოედანზე შეკრებილ ხალხს. დემონსტრანტებს შორის ჭარბობდნენ შიიტები, რომელთაც ხელთ ეპყრათ ბანერი წარწერით: „სიკვდილი თურქეთს“. ინფორმაციამ თურქეთის სამხედრო ბაზის მოსულთან ახლოს არსებობის შესახებ, გასულ კვირაში უკიდურესად დაძაბა ურთიერთობა ანკარასა და ბაღდადს შორის. ერაყის მთავრობა მოითხოვს, რომ თურქმა ჯარისკაცებმა დაუყოვნებლად დატოვონ ერაყის ტერიტორია.

XS
SM
MD
LG