Accessibility links

logo-print

16 კაცი დაიღუპა ქალაქ ჰომსში ბომბის აფეთქების შედეგად


სულ მცირე 16 კაცი დაიღუპა და 50 დაიჭრა სირიის დასავლეთში მდებარე ქალაქ ჰომსში მომხდარი აფეთქების შედეგად. გავრცელებული ინფორმაციით, დანაღმული ავტომობილი 12 დეკემბერს ქალაქის შიიტებით დასახლებულ ალ ზაჰრას რაიონში მდებარე საავადმყოფოსთან აფეთქდა. მალევე აფეთქდა მანქანაში დამონტაჟებული გაზის კანისტრა, რასაც დასახმარებლად მისული ადამიანების დაშავება მოჰყვა. ჰომსის ქალაქის თავის ტალალ ბარაზის ცნობით, დაღუპულთა უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან. აფეთქების ფონია სირიის მთავრობის მიერ ქალაქ ჰომსზე კონტროლის დამყარება, რაც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მოწინააღმდეგ ძალებთან ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მიღწეული შეთანხმების შედეგად მოხერხდა.

XS
SM
MD
LG