Accessibility links

logo-print

ღარიბაშვილმა „ისტორიული დღე“ უწოდა ჩინეთიდან პირველი მატარებლის შემოსვლას


თბილისში ჩინეთის პორტ ლიანუნგიანის ტერმინალიდან გამოსული პირველი მატარებლის შემოსვლით, 13 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსნა "აბრეშუმის რკინიგზა". მატარებლის დახვედრის საზეიმო ცერემონიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ისტორიული დღე“ უწოდა ევროპისა აზიის დამაკავშირებელი სარკინიგზო მარშრუტის ამოქმედებას, რაც საქართველოს აძლევს შანსს „გახდეს მსოფლიო ეკონომიკური მოვლენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე“. საქართველოში შემოსვლამდე მატარებელმა გამოიარა ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და საქართველოს გავლით თურქეთში ჩავა. წლის ბოლომდე თბილისი კიდევ ერთ ტრანზიტულ მატარებელს მიიღებს, ხოლო 2016 წლიდან აღნიშნული პროექტის ფარგლებში დამატებით რამდენიმე ათასი კონტეინერის გადაზიდვა იგეგმება.

XS
SM
MD
LG