Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში მომხდარ აფეთქებას მრავალი ადამიანი შეეწირა


სულ მცირე 12 დაიღუპა და 30 დაიჭრა ავღანეთის საზღვართან მდებარე პაკისტანის ქალაქ პარაჩინარის ხალხმრავალ ბაზარში მომხდარი აფეთქების შედეგად. თვითმხილველთა თქმით, მძლავრი აფეთქება მოხდა შუადღით, როდესაც ბაზარში განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო. დაჭრილთა დიდი ნაწილი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, რის გამოც ადგილობრივი ექიმები არ გამორიცხავენ დაღუპულთა რაოდენობის გაზრდას. ქალაქი პარაჩინარი პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე მდებარე უკონტროლო კურამის რეგიონის მთავარი ქალაქია. რეგიონში ხშირია სუნიტი და შიიტი მუსლიმების დაპირისპირება, რასაც სათავისოდ იყენებენ ისლამისტი ექსტრემისტები. კურამში პაკისტანის უსაფრთხოების ძალები ატარებენ სპეცოპერაციას ექსტრემისტების განადგურების მიზნით. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

XS
SM
MD
LG