Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხანძარმა 22 კაცი იმსხვერპლა ვორონეჟის ფსიქონევროლოგიურ ინტერნატში


რუსეთის ვორონეჟის ოლქის ფსიქონევროლოგიურ ინტერნატში გაჩენილმა ხანძარმა 22 კაცი იმსხვერპლა. საგანგებო სიტუაციათა სამსახურის მაშველები ეძებენ ერთ დაკარგულს. ხანძრის დროს ინტერნატში სულ 74 კაცი იმყოფებოდა, მათ შორის 29 მწოლიარე პაციენტი. წინასწარი ინფორმაციით, ელექტრომოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის შედეგად, შენობას ხანძარი შაბათს გვიან ღამით გაუჩნდა. დილისათვის მეხანძრეებმა შეძლეს ხანძრის ლიკვიდაცია.

XS
SM
MD
LG