Accessibility links

logo-print

ავღანეთის უსაფრთხოების ძალები ჰელმანდში ექსტრემისტების მოგერიებას ცდილობენ


ავღანეთის უსაფრთხოების ძალები ცდილობენ შეაკავონ თალიბები, რომლებიც სამხრეთ ჰელმანდის პროვინციაში ფართომასშტაბიან იერიშზე გადავიდნენ. ადგილობრივი პოლიციის უფროსის აბდულ რაჰმან სარჯანის ცნობით, 13 დეკემბერს უსაფრთხოების ძალები ჯერ კიდევ ინარჩუნებდნენ მარჯას რაიონში მდებარე გუბერნატორის ოფისს, პოლიციისა და არმიის შტაბებს, რომლებიც ალყაში ჰყავთ მეამბოხეებს. ჰელმანდის პროვინცია თალიბანის ღრმა ზურგს წარმოადგენს და ექსტრემისტები მძლავრ წინააღმდეგობას უწევენ სამთავრობო ჯარებს მას შემდეგ, რაც არეალი საერთაშორისო სამხედრო ძალებმა დატოვეს. მარჯასათვის ბრძოლა ერთ თვეზე მეტია რაც გრძელდება. თალიბანის მებრძოლებმა თავიანთ კონტროლს დაუქვემდებარეს და დანაღმეს მარჯისა და ლაშქარ გას დამაკავშირებელი 35 კილომეტრის სიგრძის მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილი, რის გამოც ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს უჭირთ შეტევაზე გადასვლა.

XS
SM
MD
LG