Accessibility links

logo-print

საქართველოს რაგბის კავშირი შიდა არჩევნებში გარედან ჩარევის საფრთხეზე საუბრობს


ზოგიერთი "თანამდებობრივად გავლენიანი გულშემატკივრის" და სხვა გარეშე პირების მხრიდან უკვე შეიმჩნევა მათთვის სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ საკუთარი გავლენის გამოყენების მცდელობა, - ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა, რომელიც აფრთხილებს, რომ ასეთი ჩარევა ქმნის სახიფათო პრეცედენტს პატიოსანი თამაშის წესების საწინააღმდეგოდ. განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული თუ ვისი მხრიდან ან რომელი კანდიდატის სასარგებლოდ ხდება ჩარევა. 20 დეკემბერს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი იბრძოლებს – ნაკრების კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე და მოქმედი პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე.ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად გამგეობა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული გაფრთხილების ადრესატი არ არის კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკური პარტია, მმართველი კოალიცია თუ ოპოზიცია. "იგი მიმართულია იმ ცალკეული პოლიტიკური თუ საჯარო თანამდებობის პირის და გარეშე, ზედმეტად ეგზალტირებული პირების მიმართ, ვისაც სურვილი ექნება მოახდინოს ზეგავლენა საარჩევნო პროცესზე. ჩვენ ვიცავთ და დავიცავთ იმ ფასეულობებს, რაც მორაგბეებსა და მათ გულშემატკივრებს აერთიანებს სიტყვებში - რაგბი ჩვენი თამაშია", - ნათქვამია საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG