Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

17-მდე გაიზარდა პაკისტანში აფეთქების დროს დაღუპულთა რაოდენობა


სულ მცირე 17 დაიღუპა და 50 -ზე მეტი დაიჭრა ავღანეთის საზღვართან მდებარე პაკისტანის ქალაქ პარაჩინარის ხალხმრავალ ბაზარში მომხდარი აფეთქების შედეგად. თვითმხილველთა თქმით, მძლავრი აფეთქება გაისმა შუადღით, როდესაც ბაზარში განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო. დაჭრილთა დიდი ნაწილი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, რის გამოც ადგილობრივი ექიმები არ გამორიცხავენ დაღუპულთა რაოდენობის გაზრდას. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება ლაშქარ ე ჯანგვიმ იკისრა. ქალაქი პარაჩინარი პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე მდებარე უკონტროლო კურანის რეგიონი მთავარი ქალაქია, სადაც ხშირია სუნიტი და შიიტი მუსლიმების დაპირისპირება, რასაც სათავისოდ იყენებენ ისლამისტი ექსტრემისტები. რეგიონში პაკისტანის უსაფრთხოების ძალები ატარებენ სპეცოპერაციას ექსტრემისტების განადგურების მიზნით.

XS
SM
MD
LG