Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი ხაზს უსვამს საქართველოს სატრანზიტო მნიშვნელობას


საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ჩინეთიდან თურქეთამდე საქართველოს გავლით სატრანზიტო ტვირთების ჩატანა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს მნიშვნელობას. როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დათვლილია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის თითოეული კონტეინერი, რომელიც საქართველოში გაივლის. ჩინეთიდან საქართველოში, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის გავლით შემოსული სატრანზიტო ტვირთი დღეს ფოთში ჩავა, ხოლო ფოთის პორტიდან თურქეთში გაიგზავნება.

XS
SM
MD
LG