Accessibility links

logo-print

გიგი კალანდაძე არ ეთანხმება მისთვის წარდგენილ ბრალდებას


საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე არ ეთანხმება, ელბერტ კობერიძის წამების საქმეზე მისთვის წარდგენილ ბრალდებას. კალანდაძის თქმით, გამოიყენებს ყველანაირ სამართლებრივ საშუალებას, საკუთარი სიმართლის დასადგენად. "დღევანდელი მონაცემებით, ჩემს მიმართ წარდგენილ ბრალდებაში არის ერთადერთი მოწმე, რომელსაც ჰქონდა მისჯილი 8-წლიანი პატიმრობა. იმისთვის, რომ ამ მოწმეს ჩემს წინააღმდეგ მიეცა ჩვენება, გაათავისუფლეს. ყველანაირ სამართლებრივ საშუალებას მივმართავ, რათა საზოგადოება კიდევ ერთხელ დავარწმუნო, რომ დღევანდელი მთავრობა ასრულებს რუსეთის დავალებებს და მთავრობაში არიან რუსეთის წარმომადგენლები", - განუცხადა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ს" გიგი კალანდაძემ, რომელიც საქართველოში არ იმყოფება. მოქალაქე ელბერტ კობერიძის წამებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეზე ბრალდებულები არიან გიგი კალანდაძე, შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალაია, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა.

XS
SM
MD
LG