Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტემ ვერ დაადგინა ტერაქტი რუსეთის თვითმფრინავის კატასტროფის გამოძიებისას


ეგვიპტელი ოფიციალური პირების განცხადებით, დასრულებულია მუშაობა წინასწარ ანგარიშზე ოქტომბერში სინის ნახევრკუნძულზე რუსეთის თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ და არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ კატასტროფა ბომბმა გამოიწვია. როგორც ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის სამინისტრო 14 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, საგამოძიებო კომიტეტმა ჯერ-ჯერობით ვერ მიაგნო ვერაფერს, რაც მიუთითებდა უკანონო ჩარევაზე, ან ტერორისტულ აქტზე თვითმფრინავის ჩამოსაგდებად. ავიაკატასტროფამ 224 ადამიანი შეიწირა. რუსი და დასავლელი ოფიციალური პირები, მათივე განცხადებით, ბომბის აფეთქებას მიიჩნევენ ავიაკატასტროფის მიზეზად. ამასთან, ინიცდენტზე პასუხისმგებლობა იკისრა ეგვიპტეში მოქმედი ექსტრემისტების ჯგუფმა, რომელსაც კავშირი აქვს ექსტრემისტების გაერთიანება „ ისლამურ სახელმწიფოსთან“. სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით რეისს ასრულებდა, 31 ოქტომბერს ჩამოვარდა ეგვიპტის კურორტ შარმ-ელ- შეიხიდან აფრენის შემდეგ ცოტა ხანში. 6 ნოემბერს რუსეთმა აკრძალა ეგვიპტეში ფრენა.

XS
SM
MD
LG