Accessibility links

logo-print

თურქი სამხედროების ნაწილმა დატოვა ერაყში მდებარე ბაზა ბაღდადის პროტესტის შემდეგ


ჩრდილოეთ ერაყში ქალაქ მოსულთან მდებარე სამხედრო ბაზა დატოვა იქ მყოფი თურქი სამხედროების ნაწილმა. ამის შესახებ ნათქვამია ცნობაში, რომელსაც თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ანატოლია" ავრცელებს. ცნობაში არ არის აღნიშნული, ჯარისკაცები თურქეთში ბრუნდებიან, თუ ერაყშივე მდებარე რომელიმე სხვა ბაზაზე გადაინაცვლებენ. მანამდე, 11 დეკემბერს თურქეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ „აღიარებს“ ბაშიყის სამხედრო ბაზაზე თურქი სამხედრო მოსამსახურეების ყოფნის ფაქტს. გასულ კვირაში ბაშიყის ბაზაზე თურქი სამხედროების განთავსებამ მკვეთრი უკმაყოფილება გამოიწვია ერაყის მთავრობაში, რომელმაც მათი გასვლა მოითხოვა. თურქეთი კი აცხადებს, რომ მისი ჯარისკაცები წვრთნიან ერაყელ მოხალისეებს, რომლებიც იბრძვიან ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოსაგან“ ქალაქ მოსულის გასათავისუფლებლად.

XS
SM
MD
LG