Accessibility links

logo-print

საფრანგეთის ადგილობრივი არჩევნები ულტრამემარჯვენეთათვის წარუმატებლად დასრულდა


საფრანგეთის ადგილობრივი არჩევნების წინასწარი შედეგებით, ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული ფრონტი“ ვერც ერთ რეგიონში ვერ იმარჯვებს, რაც მოულოდნელი წარუმატებლობაა ბოლოხანს იმიგრანტების კრიზისის და პარიზის ტერაქტების შედეგად საფრანგეთში ულტრამემარჯვენეების მიმართ მხარდაჭერის ზრდის ფონზე. ერთი კვირის წინ, არჩევნების პირველ ტურში, „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი და მისი მოკავშირეები ლიდერობდნენ საფრანგეთის 13 რეგიონიდან თითქმის ნახევარში. მაგრამ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გავრცელებული მონაცემებით, პარტია ვერსად გავიდა პირველ ადგილზე. რეგიონებში, სადაც მას განსაკუთრებით ძლიერი პოზიციები ჰქონდა, გაიმარჯვა ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის კონსერვატიულმა პარტიამ. ლე პენი პირობას დებს, რომ გააგრძელებს ბრძოლას „ეროვნული ფრონტის“ მხარდაჭერის გასაძლიერებლად. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი მანუელ ვალსი აცხადებს, რომ ულტრამემარჯვენეები კვლავაც უქმნიან საფრთხეს საფრანგეთს. ის თანამემამულეებს მოუწოდებს ექსტრემიზმის წინააღმდეგ გაერთიანებისაკენ.


XS
SM
MD
LG