Accessibility links

ბრიუსელში დადებითად აფასებენ საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციის პერსპექტივას


სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მიროსლავ ლაიჩაკის აზრით, ევროკავშირის არც ერთ წევრს არ სურს, ჩაშალოს უკრაინასთან და საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი. ლაიჩაკმა ეს მოსაზრება გამოთქვა ბრიუსელში ევროკავშირის მინისტერიალის დაწყებამდე - ერთი დღით ადრე, ვიდრე ევროკომისია 15 დეკემბერს წარმოადგენდეს ანგარიშს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისათვის საქართვლოსა და უკრაინის მიერ ვალდებულებების შესრულების შესახებ. ლაიჩაკი ამბობს, რომ მინისტრები ევროკომისიის დასკვნას ელოდებიან, თუმცა „ზოგადი ატმოსფერო დადებითია“. ამავე საკითხზე საუბრისას, ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკების საკითხებში, იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ხელს შეუწყობს ევროკავშირის მეზობლად მშვიდობას და სტაბილურობას. „ვიზების ლიბერალიზაცია არის აგრეთვე ელემენტი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად, ბიზნესმენებისათვის მოგზაურების შესაძლებლობის მისაცემად, ბიზნესის საკეთებლად და ა.შ. და ამიტომ ის ჩვენს ინტერესებშიც არის. მჯერა, რომ ჩვენს ინტერესებშია, ამაში დარწმუნებული ვარ და ვფიქრობ, ამ პოზიციას იზიარებენ ჩვენი წევრი ქვეყნებიც“, - განაცხადა ევროკომისარმა ჰანმა ბრიუსელში ევროკავშირის მინისტერიალის დაწყებამდე, უკრაინასთან და საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პერსპექტივაზე საუბრისას.

XS
SM
MD
LG