Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ალავიშვილი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე


ლევან ალავიშვილი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:41:05 0:00

14 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლევან ავალიშვილი, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) გამგეობის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საჯარო უწყებების მიერ ინფორმაციის გაცემის ხარისხზე. რამდენიმე დღის წინ IDFI-მ წარმოადგინა ანგარიში - "საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში - 2010-2015". ანგარიშში დეტალურად არის წარმოდგენილი ინფორმაცია წლების განმავლობაში ინფორმაციის მოთხოვნასა და მასზე რეაგირების შესახებ. ლევან ავალიშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ წელიწადს ძალიან გაიზარდა ღიაობა - მათ შორის, პრემიების შესახებ ინფორმაციის გაცემა, რაც მოგვიანებით მკვეთრად შეიცვალა. "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა რეიტინგზეც. სიაში ღიაობის თვალსაზრისით პირველ ადგილზეა "სტატისტიკის ეროვნული სამსახური", რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ცენტრალური საარჩევნო კომისია და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო მოსდევს. ეს პირველი ხუთეულია. ისე კი, ინფორმაციის 100%-ით გამცემთა რიგშია 57 უწყება. ლევან ავალიშვილი აღნიშნა რეიტინგის სიის ბოლოში იუსტიციის სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში არსებული რამდენიმე უწყების მოხვედრა. იუსტიციის სამინისტროს ღიაობა 30,5%-ით შეფასდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსი კი - 3,4%-ით. სიის ბოლოში მოხვედრილთა შორის ნახავთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს - ღიაობის 10,8%-იანი ხარისხით.

XS
SM
MD
LG