Accessibility links

logo-print

ავღანეთში დააპატიმრეს ქალის ჩაქოლვაში მონაწილეობაში ბრალდებული პირი


ავღანეთში დააპატიმრეს პირი, რომელიც ეჭვმიტანილია ქმრის ღალატის ბრალდებით 19 წლის ქალის ჩაქოლვასთან კავშირში. მკვლელობა 25 ოქტომბერს მოხდა ცენტრალურ ავღანეთში მდებარე ღორის პროვინციის რეგიონში, რომელსაც თალიბანი აკონტროლებს. ღორის გუბერნატორმა, სიმა ჯოიანდამ 14 დეკემბერს უთხრა ჩვენს რადიოს, რომ ეჭვმიტანილი გასულ კვირაში დააპატიმრეს. ხოლო ჯოიანდას წარმომადგენლის თქმით, მიმდინარებს გამოძიება ღორის დედაქალაქთან, ფიროზ კოჰთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ახალგაზრდა ქალის ჩაქოლვამ აღშფოთება გამოიწვია ავღანეთის საზოგადოების დიდ ნაწილში. რადიო თავისუფლებამ მოიპოვა თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეო, რომელზეც ჩანს ახალგაზრდა ქალის ჩაქოლვის საზარელი სცენა. ოფიციალური ინფორმაციით, ქალი მეგობარ კაცთან ერთად გაქცევას აპირებდა, როცა დააკავეს. კაცი გაროზგეს და გაუშვეს. პოლიცია აწარმოებს გამოძიებას ქალის მკვლელობაში მონაწილე დანარჩენი პირების ვინაობის დასადგენად.

XS
SM
MD
LG