Accessibility links

logo-print

მთავარ პროკურატურაში დაკითხეს პარლამენტარები ბესელია და კობახიძე


საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაკითხეს პარლამენტარები ეკა ბესელია და მანანა კობახიძე მას შემდეგ, რაც თბილისის საკრებულოს წევრმა ალექსანდრე ელისაშვილმა განაცხადა, რომ შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში მასზე „ქართული ოცნების“ ზოგი წარმომადგენელი ახორციელებდა ზეწოლას კონკრეტული პატიმრების საქმეების განხილვის მოთხოვნით. თავად ელისაშვილმა 14 დეკემბერს პროკურატურაში თავის მორიგ დაკითხვამდე უთხრა ჟურნალისტებს, რომ გამომძიებლებს გადასცემს სატელეფონო შეტყობინებებს, რომლებსაც მას მაღალჩინოსნები უგზავნიდნენ ამათუიმ პატიმრის შეწყალების მოთხოვნით. ელისაშვილი აცხადებს აგრეთვე, რომ საქართველოს პრეზიდენტმა შესთავაზა პირადი დაცვით სარგებლობა.

XS
SM
MD
LG