Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში ოპოზიციონერებმა ცრემლმდენი გაზით ჩაშალეს პარლამენტის სხდომა


კოსოვოში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ისევ გამოიყენეს ცრემლმდენი გაზი პარლამენტში მოთხოვნით, გაუქმდეს მთავრობის მიერ სერბიასთან და ჩერნოგორიასთან ხელმოწერილი შეთანხმებები. პარლამენტარები იძულებული გახდნენ, შეეწყვიტათ დებატები, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა სექტემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, ოპოზიციონერი დეპუტატების მოქმედების გამო. ოპოზიციონერების კოალიციას ნათქვამი აქვს, რომ ჩაშლის პარლამენტის ყველა სხდომას, სანამ კოსოვოს მთავრობა არ გააუქმებს სერბიასთან შეთანხმებას კოსოვოში მცხოვრები ეთნიკური სერბებისათვის მეტი უფლების მინიჭებაზე და ჩერნოგორიასთან შეთანხმებას საზღვრის დემარკაციაზე. თუ მთავრობა უკან არ დაიხევს, ოპოზიცია მოითხოვს ამ საკითხზე რეფერენდუმის გამართვას, ან რიგგარეშე არჩევნებს. სექტემბრიდან მოყოლებული, ოპოზიციონერებმა უკვე ბევრჯერ ჩაშალეს პარლამენტის მუშაობა ცრემლმდენი გაზით, წყლის ბოთლების სროლით, თუ სტვენით. ევროკავშირი მხარეებს დიალოგისაკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ცრემლმდენი გაზით პარლამენტის სხდომის ჩაშლა „არც მისაღებია და ვერც მოაგვარებს კოსოვოს მოქალაქეების პრობლემებს“.

XS
SM
MD
LG