Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის რესპუბლიკა ერაყელი ქრისტიანების 37 ოჯახს მიიღებს


ჩეხეთის მთავრობამ გადაწყვიტა, მიიღოს ქვეყანაში ერაყიდან ლტოლვილი 37 ქრისტიანული ოჯახი. ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერმა, ბოჰუსლავ სობოტკამ ოჯახებს უწოდა ქრისტიანული უმცირესობის წევრები, რომლებიც ძალიან მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ "ისლამური სახელმწიფოს" აგრესიის გამო და ჩეხეთს დახმარება სთხოვეს. სობოტკას თქმის, ლტოლვილთა საერთო რიცხვი იქნება 153, ისინი ეტაპობრივად ჩამოვლენ ჩეხეთში. გასულ კვირაში 149 ასირიელი ქრისტიანი მიიღო სლოვაკეთმა.

XS
SM
MD
LG