Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლმა დაადასტურა, რომ პუტინი და კერი მოსკოვში შეხვდებიან ერთმანეთს


კრემლმა დაადასტურა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოსკოვში შეხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჯონ კერის, 15 დეკემბერს. პუტინის პრეს-მდივნის, პესკოვის თანახმად, შეხვედრას დაესწრება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი. პესკოვის თანახმად, მოლაპარაკება გაიმართება კელის და ლავროვის საუბრის შემდეგ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 11 დეკემბერს გამოაცხადა ამ შეხვედრის შესახებ. შეხვედრების თემა პირველ რიგში სირია და ამ რეგიონში ტერორისტული ჯგუფები იქნება.

XS
SM
MD
LG