Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არსენი ავაკოვი მიხეილ სააკაშვილს დაუპირისპირდა


უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენი ავაკოვმა, სოციალურ ქსელ "ფეისბუკში", ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ოდესის საპორტო ქარხანის პრივატიზაციას და ოდესის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ეხება. „ქარხანა ღიად უნდა გაიყიდოს - დასავლურ სახელოვან კომპანიაზე და არა ოფშორზე რუს ოლიგარქზე, რომელთანაც ლაპარაკობენ ჩინოვნიკები, რომლებიც ხმამაღალ ფრაზებს არიან ამოფარებულები.საჭირო იყო სააკაშვილისთვის პასუხის გაცემა. სააკაშვილი - ყბედია, რომელიც არაფერზე პასუხს არ აგებს. კორუმპირებულები უნდა დააპატიმრო, და არ უნდა ილაპარაკო მასზე თვეობით. თუ საყვარელიძე არ არის დაკავებული ამ ქარხნით? რა შუაშია აქ სააკაშვილი?“ - წერს საკუთარ „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენი ავაკოვი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. "კატეგორიულად მოვითხოვ პრეზიდენტის პრესსამსახურისგან გამოაქვეყნოს პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის უღირსი და პროვოკაციული ქმედებების სრული ვიდეოჩანაწერი რადას რეფორმებზე.ვიდეოჩაწერა სამი კამერით ხდებოდა და უკრაინელ ხალხს აქვს სრული უფლება ნახოს და იცოდეს, ვინ მართავს მათ. მე პასუხს ვაგებ იქ ნათქვამ თითოეულ სიტყვაზე. დადგა დრო, სუბიექტებმა, რომლებმაც ქვეყანა დაღუპვამდე მიიყვანეს, პასუხი აგონ საკუთარ სიტყვებსა და ქმედებებზე", - წერს მიხეილ სააკაშვილი

XS
SM
MD
LG