Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრე ელისაშვილმა პროკურატურას მტკიცებულების სახით საკუთარი ტელეფონი წარუდგინა


საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ალექსანდრე ელისაშვილი გუშინ 14 დეკემბერს დაკითხეს. როგორც პროკურატურიდან გამოსულმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან გამოძიებას საკუთარი ტელეფონი წარუდგინა, სადაც კონკრეტული მაღალჩინოსნების მიერ კონკრეტული პირების შეწყალების მოთხოვნით მოკლე ტექსტური შეტყობინებებია შენახული. ამასთან ერთად, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილმა უარი თქვა, პრეზიდენტისა და პროკურატურის მიერ შეთავაზებულ დაცვის ღონისძიებაზე.

XS
SM
MD
LG