Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატალია საბანაძე სავიზო ლიბერალიზაციის საკითხს გამოეხმაურა


საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის საკითხზე ევროკომისიის მიერ მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნების რამდენიმე დღით გადადებას, საქართველოს ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძე ადასტურებს. საბანაძის თქმით, აღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნების გადადება საქართველოსთან არანაირ კავშირში არ არის და საბოლოო შეფასებაპოზიტიური იქნება - განაცხადა საბანაძემ. საქართველოსთვის და უკრაინისთვის სავიზო ლიბერალიზაციის საკითხზე მომზადებული ანგარიში 15 დეკემბერს უნდა გამოქვეყნებულიყო. ამასთან ერთად "ტასის" ინფორმაციით, ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართულ საბჭოზე განაცხადა, რომ ევროკავშირი ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რომ უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესახებ მოხსენება დეკემბრის ბოლომდე გამოქვეყნდეს.

XS
SM
MD
LG