Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში, ეგვიპტესა და ირანში ყველაზე მეტი ჟურნალისტია საპატიმროებში 2015 წელს


ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა, რომელიც პრესის უფლებების დამცველ საერთაშორისო ჯგუფს წარმოადგენს, განაცხადა, რომ ჩინეთსა და ეგვიპტეში მსოფლიოში ყველაზე მეტი ჟურნალისტია საპატიმროში 2015 წელს. გასული სამი წლის სარეკორდო მაჩვენებლებთან შედარებით დაპატიმრებული ჟურნალისტების რიცხვი ოდნავ შემცირდა, იტყობინება ნიუ-იორკში დაფუძნებული ორგანიზაცია. პირველი დეკემბრისთვის მათი საქმიანობის გამო ჩინეთში 49 ჟურნალისტია ციხეში, ეგვიპტეში - 23, ირანში - 19, ერითრეაში - 17 და თურქეთში - 14. საქართველოს მეორე მეზობელ აზერბაიჯანში კვლავ ციხეშია გამომძიებელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა, რომელიც რადიო თავისუფლებასთან თანამშრომლობდა. ისმაილოვასთან ერთად კომიტეტის ანარიშში მოხსენიებულია რადიო თავისუფლების სხვა კორესპონდენტი, საფარმამედ ნეპესკულიევი, რომელიც თურქმენულ სამსახურში ირიცხება და ივლისის მერე ციხეშია.

XS
SM
MD
LG