Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი: სირიის და უკრაინის საკითხებში „საერთო ენის გამონახვა“ ყველას წაადგებოდა


15 დეკემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი მოსკოვში ჩავიდა. კერიმ განაცხადა, რომ მოელის რეალურ პროგრესს სირიის სამოქალაქო ომის დასრულებისთვის გარდამავლი პოლიტიკურ პერიოდის მომზადებასა და აღმოსავლეთ უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების განხორციელების გარშემო მოლაპარაკებაში. შეხვედრების დაწყებამდე კერიმ თქვა ასევე, რომ მსოფლიო იხეირებდა, მძლავრ სახელმწიფოებს, რომლებსაც ხანგძლივი ისტორია აკავშირებთ, საერთო ენის გამონახვა რომ შეძლონო. მისი თქმით, ვაშინგტონი და მოსკოვი ერთი აზრისა არიან იმაზე, რომ ისლამურ სახელმწიფო საფრხეს უქმნის ყველას და ყველა ქვეყანას, რომ ისინი ყველაზე უარესი ტერორისტები არიან. კერი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს და შემდეგ უკვე პრეზიდენტ პუტინთან მოლაპარაკება იყო დაგეგმილი. ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ კერის სტუმრობა ნაყოფიერი იქნება.

XS
SM
MD
LG