Accessibility links

logo-print

შვედეთში გაასამართლეს უზბეკ იმამზე თავდამხმელი


შვედეთის სასამარლომ გაასამართლა და 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა უზბეკეთის მოქალაქეს, რომელიც დამნაშავედ სცნეს იმამზე თავდასხმაში. შვედეთის ქალაქ ოსტერსუნდის სასამართლომ 37 წლის იური ჟუკოვსკი დამნაშავედ სცნო ცნობილ უზბეკ იმამ, ობიდხონ ყორი ნაზაროვზე თავდასხმაში 2012 წელს. ნაზაროვი უზბეკეთის პრეზიდენტის, ქარიმოვის კრიტიკოსია. ის კომაში იყო თავდასხმის შემდეგ. ნათესავების თანახმად, ტვინი აქვს დაზიანებული. სასამართლოს არ უთქვამს დაზუსტებით, ვისი შეკვეთილი იყო თავდასხმა, მაგრამ გამოაცხადა, რომ ტექნიკური დასტური აჩვენებს, რომ ჟუკოვსკი მოქმედებდა რუსეთიდან ვიღაცის სახელით. ადრე, შვედმა პროკურორმა, კრისტენ პეტერსონმა რადიო თავისუფლების უზბეკურ სამსახურს უთხრა, რომ არის მტკიცებულება, რომ ნაზაროვის სიცოცხლეზე თავდასხმა უზბეკეთის მთავრობამ შეუკვეთა. პროკურატურა სასამართლოს განაჩენის სახით სამუდამო პატიმრობას სთავაზობდა.ნაზაროვმა უზბეკეთი დატოვა 1998 წელს, მან თავშესაფარი შვედეთში მიიღო 20096 წელს.

XS
SM
MD
LG