Accessibility links

logo-print

ევროპის საბჭოს წამების კომიტეტი: დაკავების პირობები გაუმჯობესდა, დაუსჯელობასთან და ციხეებში არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლაში პროგრესი მცირეა


ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტი საქართველოზე დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში მიესალმება ციხეებში მატერიალური პირობების გაუმჯობესებას, გადატვირთულობასთან ბრძოლას და ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განახლებას. თუმცა, მცირე ან არანაირი პროგრესი შეიჩნევა დაუსჯელობასთან ბრძოლაში, ფსიქიატრიული პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესებასა და გარე სამყაროსთან კომუნიკაციის უზრუნველყოფაში. ანგარიში ეფუძნება 2014 წლის დეკემბერში კომიტეტის წარმომადგენლების ორ-კვირიან ვიზიტს საქართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში, ციხეებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებსა და სამხედრო მოსამსახურეების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. კომიტეტი აღიარებს არასათანადო მოპყრობის თავიდან აცილებისკენ გადადგმულ გარკვეულ დადებით ნაბიჯებს. მიუხედავად ამისა, მთლიანობაში, დაუსჯელობა სერიოზულ პრობლემად რჩება საქართველოში.კომიტეტს აგრეთვე მიუვიდა ცნობები ციხეებში არასათანადო მოპყრობის შესახებ („მისასალმებელი ცემა“ ციხის თანამშრომლების მიერ და ხელბორკილების გადაჭარბებული ხანგრძლივობით გამოყენება). მთავარ სისტემურ პრობლემად არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლაში საჩივრების გამოძიებისას პრაქტიკული დამოუკიდებლობის ნაკლებობა სახელდება. როგორც წესი, ეჭვმიტანილ ოფიცრებს უფლებამოსილება არ უჩერდებოდათ და არ მიიღება ზომები პოტენციური მსხვერპლის დასაცავად ჩვენების შეცვლის მიზნით ზეწოლისგან. კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა მიიღოს ეფექტიანი ზომები არასათანადო მოპყრობის ყველა შემთხვევის დამოუკიდებელი, ქმედითი და გამჭვირვალე გამოძიების უზრუნველსაყოფად.

XS
SM
MD
LG