Accessibility links

logo-print

ევროკავშირის დიპლომატები აშშ-ს აფრთხილებენ სავიზო რეჟიმის შეცვლის გამო


ევროკავშირის დიპლომატებმა გააფრთხილეს ვაშინგტონი, რომ საპასუხო ნაბიჯი გადაიდგმება,თუ ის განახორციელებს ზომებს, რომლებიც ევროკავშირის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლას გაურთულებს. აშშ-ში ევროკავშირის ელჩმა, დევიდ ო’სალივანი, ვაშინგტონის პოლიტიკურ ჟურნალ „ჰილში“ 14 დეკემბერს წერდა, აშშ გეგმავს ბიომეტრულ კონტროლი დაუწესოს ევროკავშირის ზოგიერთ მოქალაქეს, რაც დე ფაქტო სავიზო რეჟიმის შემოღებას ნიშნავსო. ო’სალივანმა ეს დაწერა ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის ელჩების სახელით. წერილი გამოქვეყნდა მას მერე, რაცა შშ-ის წარმომდგენელთა პალატა მიემხრო კაეონპროექტს, რომლის თანახმად, აშშ-ში შესვლა გაურთულდება ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც 2011 წლის მარტის შემდეგ იმყოფებოდნენ ერაყში, სირიაში, ირანში ან სუდანში. თეთრი სახლი ემხრობა კანონმდებლობას, რომელიც ინსპირირებულია პარიზის ტერაქტების მიერ. ო’სალივანის თქმით, კანონპროექტი შეხება ევროპის ქვეყნბის 13 მილიონ მოქალაქეს, რომლებიც ყოველწლიურად ჩადიან აშშ-ში და მას მოჰყვება საპასუხო მოქმედება, აშშ-ის მოქალაქეთა მიმართ, რომლებიც ევროპის კავშირის ქვეყნებში გეგმავენ სტუმრობას.

XS
SM
MD
LG