Accessibility links

logo-print

რუსეთის ავიაციამ საჰაერო თავდასხმა მოაწყო სირიაში


სირიის სამეთვალყურეო ოპოზიციური ჯგუფების თანახმად, საჰაერო თავდასხმამ, რომელიც მეამბოხეთა ხელში მყოფი სოფლის საწვავის ბაზარზე განხორციელდა, ათეულობით ადამიანი მოკლა და დააშავა. სირიის ადგილობრივი კოორდინაციის კომიტეტი იტყობინება ფეისბუკის გზით, რომ თავდასხმა რუსეთის ავიაციამ განახორციელა. კომიტეტი აერთიანებს ჯგუფებს, რომლებიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ გამოსვლების შესახებ იუწყებოდა ხოლმე. ბრიტანეთში დაფუძნებული, სირიის სამეთვალყურეო ცენტრის ხელმძღვანელი, რამი აბდურაჰმანი იუწყება, რომ თავდასხმას სოფელზე 35 ადამიანი ემსხვერპლა. მისი თქმით, ფიქრობენ, რომ თავდასხმა რუსეთის ავიაციამ განახორციელა. ბაზარზე იყიდება საწვავი, რომელიც შემოტანილია ექსტრემისტული „ისლამური სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მყოფი არეალებიდან.

XS
SM
MD
LG