Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში კერისა და პუტინის შეხვედრა იმართება


15 დეკემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი მოსკოვში ჩავიდა. დაგეგმილი იყო მისი შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრთან და რუსეთის პრეზიდენტთან. კერიმ ხანგრძლივი მოლაპარაკება ჯერ სერგეი ლავროვთან გამართა. საღამოს დაიწყო კერისა და პრეზიდენტ პუტინის მოლაპარაკება. შეხვედრებამდე კერიმ განაცხადა, რომ მოელის რეალურ პროგრესს სირიის სამოქალაქო ომის დასრულებისთვის გარდამავალი პოლიტიკური პერიოდის მომზადებასა და აღმოსავლეთ უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების განხორციელების გარშემო მოლაპარაკებაში. კერიმ თქვა ასევე, რომ მსოფლიო იხეირებდა, მძლავრმა სახელმწიფოებმა, რომლებსაც ხანგრძლივი ისტორია აკავშირებთ, საერთო ენის გამონახვა რომ შეძლონო. მისი თქმით, ვაშინგტონი და მოსკოვი ერთი აზრისა არიან იმაზე, რომ ისლამური სახელმწიფო საფრთხეს უქმნის ყველას და ყველა ქვეყანას, რომ ისინი ყველაზე უარესი ტერორისტები არიან.სახელმწიფო მდივანი შეხვდა და ესაუბრა უფლებების დაცვის ვეტერანს, ჰელსინკის ჯგუფის ხელმძღვანელს, ლიუდმილა ალექსეევას.

XS
SM
MD
LG