Accessibility links

logo-print

გაეროს ტრიბუნალი მოითხოვს ორი სერბი ყოფილი ოფიციალური პირის ხელახლა გასამართლებას


გაეროს სამხედრო ტრიბუნალის დადგენილებით, ხელახლა უნდა იქნეს გასამართლებული იუგოსლავიისა და სერბიის ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის გუნდის ორი მაღალი რანგის წევრი, იოვიჩა სტანიშიჩი და ფრენკი სიმატოვიჩი. ყოფილ იუგოსლავიაში 90-ანი წლების ომების დროს დანაშაულთა ჩამდენების გასასამართლებლად შექმნილი ტრიბუნალის თავმჯდომარე მოსამართლის, ფაუსტო პოკარის, ამ დადგენილებით გაუქმდა ტრიბუნალის მიერ 2013 წელს სტანიშიჩისა და სიმატოვიჩის უდანაშაულოდ ცნობა. სტანიშიჩი სერბიის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი იყო, ვიდრე მას მილოშევიჩი დაითხოვდა 1998 წელს. სიმატოვიჩი კი სტანიშიჩის მოადგილედ მუშაობდა. მათ უკვე ოფიციალურად წაუყენეს ბოსნია-ჰერცეგოვინისა და ხორვატიის ზოგ რეგიონში ეთნიკურ წმენდაში მონაწილეობის ბრალდება.

XS
SM
MD
LG