Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში კერის და პუტინის საუბრის თემებს შორის არის სირია და უკრაინა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „სერიოზული“ ძალისხმევისათვის, რომელსაც რუსეთი მიმართავს სირიასა და უკრაინაში კონფლიქტების მოსაგვარებლად. კერიმ ეს განცხადება გააკეთა მოსკოვში, პუტინთან მოლაპარაკების დაწყებამდე. „მადლობას გიხდით, რომ თქვენი გუნდი საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, ხელმძღვანელობით მონაწილეობს ჩვენს ძალისხმევაში. დადებითად ვაფასებთ ამ ერთობლივ ძალისხმევას და ძალიან მადლიერი ვართ იმისთვის, რასაც აქამდე მივაღწიეთ“, განაცხადა ჯონ კერიმ. მოსკოვში მისი ვიზიტის ფონია ძალისხმევა, განიმუხტოს დაძაბულობა რუსეთთან, რომელიც დასავლეთს უპირისპირდება აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერით და სირიაში სამხედრო ძალების გაგზავნით. მოსკოვში კერის ჩასვლა წინ უსწრებს სირიის შესახებ მოლაპარაკების მესამე რაუნდს. მას მიმდინარე კვირაში ნიუ-იორკი უმასპინძლებს. როგორც კერიმ განაცხადა პუტინთან შეხვედრის დაწყებამდე, მხარეები ცდილობენ გამოსავლის მოძებნას ყველაზე მწვავე კრიზისებიდან.

XS
SM
MD
LG