Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილი ადასტურებს, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა მოკლე ტექსტური შეტყობინებები წააკითხა


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადასტურებს, რომ შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილმა მოკლე ტექსტური შეტყობინებები წააკითხა. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ განაცხადა "რუსთავი 2”-ის ეთერში. მანამდე, 15 დეკემბერს, პროკურორმა კოკა კაციტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ალექსანდრე ელისაშვილის მიერ პროკურატურაში მიტანილ მობილურ ტელეფონში არ აღმოჩნდა იმ მაღალჩინოსნების მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომლებსაც ის ასახელებს. მისივე თქმით, მობილურ ტელეფონს, ელისაშვილის სურვილის შესაბამისად, ექსპერტიზა უტარდება, რომელიც ტექნოლოგიების საშუალებით დაადგენს, რა შინაარსის ინფორმაცია არსებობდა მასში.

XS
SM
MD
LG