Accessibility links

ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" პარტიულ და კოალიციურ ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთვება


"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გაიმართა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს უმრავლესობის ლიდერებმა, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საარჩევნო კანონმდებლობაში მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებები. მმართველი გუნდის ინფორმაციით, საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილების მეორე მოსმენით პარლამენტში გატანა მიმდინარე კვირის განმავლობაში იგეგმება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი აქტიურად ჩაერთვება "ქართული ოცნების" პარტიულ და კოალიციურ ღონისძიებებში.

XS
SM
MD
LG