Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ბაღდადში ჩავიდა


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ეშ კარტერი მოულოდნელად ეწვია ბაღდადს. ის შეხვედრებს მართავს ერაყელ ოფიციალურ პირებთან და ამერიკელ სამხედრო სარდლებთან ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურების გზებზე მოსალაპარაკებლად. კარტერმა 16 დეკემბერს ბაღდადში ჩასვლის შემდეგ განაცხადა, რომ მიიღებს ინფორმაციას „ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე“ და ექსტრემისტებთან ბრძოლის გააქტიურების შესაძლებლობებზე. შეერთებულმა შტატებმა ამ თვეში გამოაცხადა გეგმა, რომ აპირებს ამერიკელი სამხედროების ელიტური შენაერთების გაგზავნას ერაყში, ამ ქვეყანასა და მეზობელ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციების განსახორციელებლად.

XS
SM
MD
LG