Accessibility links

logo-print

უკრაინა აპირებს ყირიმთან ვაჭრობის შეწყვეტას


უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი აცხადებს, რომ კიევი ერთ თვეში შეწყვეტს ვაჭრობას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმთან. იაცენიუკმა დღეს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა უკრაინის მთავრობის ამ გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ აკრძალვა არ შეეხება მხოლოდ „პირად ნივთებს, სოციალური დახმარებისათვის მნიშვნელოვან საკვებს და ჰუმანიტარულ დახმარებას“. იაცენიუკის განმარტებით, სხვა საკითხია ყირიმის ელექტრომომარაგების აღდგენა - ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება შეუძლია მხოლოდ უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს. ყირიმი, რომელიც შარშან უკანონოდ მიიერთა რუსეთმა, ელექტრომომარაგების პრობლემას განიცდის მას შემდეგ, რაც დაუდგენელმა პირებმა ნოემბერში ააფეთქეს ელექტროგადამცემი ხაზის ანძები. ინციდენტმა ყირიმში კრიზისი გამოიწვია და გააუარესა დაძაბულობა უკრაინას და რუსეთს შორის. საპასუხოდ რუსეთმა შეწყვიტა უკრაინისათვის ქვანახშირის მიწოდება.

XS
SM
MD
LG