Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი გენერალი: რუსეთის რაკეტები შეძლებს, გაარღვიოს აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა


რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ჯარების სარდლის, გენერალ-პოლკოვნიკ სერგეი კარაკაევის განცხადებით, რუსეთის რაკეტები შეძლებს, გაარღვიოს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა, რომელსაც ევროპაში განათავსებს შეერთებული შტატები. კარაკაევმა 16 დეკემბერს მოსკოვში უთხრა ჟურნალისტებს, რომ შეერთებული შტატების ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა, რომლის განთავსებაც ახლა ხდება, ვერ გაუძლებს რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ჯარების "მასიურ სროლას". კარაკაევის ეს განცხადება წინ უსწრებს სტრატეგიული სარაკეტო ჯარების დღეს, რომელსაც რუსეთში 17 დეკემბერს აღნიშნავენ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბოლო კვირებში არაერთხელ აღნიშნა, რომ მოსკოვი კვლავაც პრიორიტეტულ ამოცანად მიიჩნევს ბირთვული ძალების განვითარებას.

XS
SM
MD
LG