Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში პროკურორი მოითხოვს შვიდი წლით პატიმრობას ჟურნალისტისათვის


აზერბაიჯანში პროკურორი მოითხოვს შვიდი წლით პატიმრობას ჯაშუშობაში ბრალდებული ჟურნალისტის, რაუფ მირკადიროვისათვის. სასამართლო პროცესი, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, 16 დეკემბერს ერთი კვირით გადაიდო. მირკადიროვი - დამოუკიდებელ რუსულენოვან გაზეთ „ზერკალოს“ კომენტატორი - შარშან აპრილში დააკავეს მას შემდეგ, რაც თურქეთიდან აზერბაიჯანში იქნა დეპორტირებული. თურქეთში ის სამი წელი ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. მას წაყენებული აქვს ბრალდება, რომ სომხეთის უშიშროების სამსახურს აწვდიდა აზერბაიჯანის სახელმწიფო საიდუმლოს შემცველ ინფორმაციას. მირკადიროვი უარყოფს ბრალდებებს და მათ მიიჩნევს ბაქოს ანგარიშსწორებად აზერბაიჯანის მთავრობაზე კრიტიკული შეფასებების გამოთქმისთვის. მირკადიროვის დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტიც.

XS
SM
MD
LG